21 ნოემბერი, 2018

ექსკლუზიური სადაზღვევო პირობები Wehost ბინათმფლობელებისთვის

share

სადაზღვევო კომპანია ალდაგის და სტარტაპ კომპანია Wehost-ის თანამშრომლობის ფარგლებში, ალდაგმა Wehost-ის მომხმარებლებისთვის ქონების დაზღვევის სპეციალური პირობები და დაფარვები შექმნა. ექსკლუზიური შეთავაზება უძრავი ქონების შიდა მოპირკეთების, შიდა საინჟინრო მოწყობილობების, ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაზღვევას გულისხმობს, რაც შემდეგ  რისკებს  მოიცავს:

  •      ხანძარი
  •      მეხის დაცემა
  •      შტორმი,გრიგალი, ქარიშხალი
  •      სეტყვა
  •      აფეთქება
  •      წყალდიდობა
  •      მიწისძვრა
  •      დატბორვა
  •      გრუნტის ჩამოშლა
  •      მეწყერი
  •      ზვავის ჩამოწოლა
  •      ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა
  •      მეზობლისგან წყლის შემოსვლა
  •      წყალსაკანალიზაციო მილების უეცარი მწყობრიდან გამოსვლის შედეგად მიყენებული   დაზიანება 

ალდაგთან  სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, Wehost-ის ბინათმფლობელები სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევითაც ისარგებლებენ, რაც  დაზღვეული ქონების არასათანადო ან დაუდევარი განკარგვის შედეგად მომხდარი ხანძრის, აფეთქების ან დატბორვის შემთხვევაში,  მესამე პირთა ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას გულისხმობს. 

 Wehost სტარტაპ საქართველოს გამარჯვებული პროექტია, რომელიც წარმოადგენს პირველ Airbnb მენეჯმენტ კომპანიას საქართველოში. Wehost ორიენტირებულია მაღალი სტანდარტების მასპინძლობის სერვისის შექმნაზე და ამავდროულად, მორგებულია ბინის იმ მეპატრონეების ინტერესებზე, რომლებსაც ტურისტებზე ბინის გაქირავებით მაღალი შემოსავალის მიღება, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, სურთ. ალდაგისთვის მნიშვნელოვანია ისეთ წარმატებულ კომპანიასთან თანამშრომლობა როგორიც Wehost-ია, რადგან  საქართველოში სტარტაპ ბიზნესი განვითარება და ხელშეწყობა ჩვენი კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებაა.

სხვა ახალი ამბები

12 მარტი, 2019

ავტო დაზღვევის აქცია

შეიძინე ავტო დაზღვევის სრული პაკეტი 30 აპრილის ჩათვლით და მიიღე საჩუქრები.

20 დეკემბერი, 2018

უბედური შემთხვევისაგან დასაქმებულთა სავალდებულო დაზღვევა

2019 წლიდან, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დამსაქმებელთათვის მომეტებული საფრთხის შემცველი სამუშაოების...

03 დეკემბერი, 2018

ავტომობილის დაზღვევის ზამთრის აქცია: მეტი უსაფრთხოებისთვის

ალდაგში ზამთრის ავტოაქცია დაიწყო! შეიძინე ავტოდაზღვევის სრული პაკეტი  და მიიღე ალდაგის საჩუქრები მეტი...

12 სექტემბერი, 2018

ალდაგი - 2018 წლის საუკეთესო მზღვეველი

2018 წელს სადაზღვევო კომპანია ალდაგი Global Brand Magazine -ის მიერ საქართველოში ავტოდაზღვევის...