ალდაგში მუშაობის დაწყებისას შენ გელის საინტერესო გარემო, სტაბილური და მზარდი შემოსავალი. კომპანია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე, სთავაზობს სხვადასხვა ტრენინგს, უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაზღვევით. 

გაეცანი მიმდინარე ვაკანსიებს, დაინტერესების შემთხვევაში ატვირთე შენი რეზიუმე ან შეავსე სააპლიკაციო ფორმა. თუ შენი რეზიუმე აკმაყოფილებს ვაკანსიის ძირითად მოთხოვნებს, გაივლი შერჩევის ეტაპებს, რაც ვაკანსიის სპეციფიკის გათვალისწინებით შეიძლება იყოს ტესტირება, გასაუბრება, პრაქტიკული დავალება თუ სხვა. 

გახდი ალდაგის გუნდის წევრი!
 

ვაკანსიები

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას MSME გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის დაზღვევის განყოფილებაში.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი,  დავით აღმაშენებლის ხეივანი #66ა (სათავო ოფისი)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (10:00-18:00)

ძირითადი მოვალეობები:

 

  • მცირე და საშუალო ბიზნესის სადაზღვევო პროდუქტების ცოდნა და გაყიდვა;
  • სხვადასხვა მხირე და საშუალო ბიზნესების, კომპანიების მოძიება და შეხვედრები ორგანიზება, სადაზღვევო პროდუქტების გაცნობის მიზნით;  
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
     

ძირითადი მოთხოვნები:
 

  • უმაღლესი განათლება ან/და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • სასურველია გაყიდვების სფეროში ან კლიენტთა მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • უცხო ენის ცოდნა ჩაითვალება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება.
     

აუცილებელი უნარები:
 

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • მიზანდასახული.

     

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge  2024 წლის 29 თებერვლის  ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - MSME გაყიდვების  მენეჯერი



სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."

ან
ან

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე, ქოლ ცენტრის განყოფილებაში.  

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. 20

 

24 საათიან ქოლ-ცენტრში ოპერატორი მუშაობს როგორც დღის, ასევე ღამის ცვლაში შემდეგი გრაფიკის მიხედვით:

პირველი 3 კვირა: დღის ცვლა (5 სამუშაო დღე, 2 დღე დასვენება) - სამუშაო საათები: 09:00 – 17:00, 10:00- 18:00, 11:00 – 19:00, 13:00 – 21:00 (მონაცველობით)

მეორე 3 კვირა: ღამის ცვლა - ყოველ მესამე დღეს მორიგეობა შემდეგი სამუშაო საათების მიხედვით: 18:00 - 12:00 ან 18:00 – 11:00

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • კლიენტთან სატელეფონო კომუნიკაცია მომსახურების სტანდარტების დაცვით;
  • დაზღვეულისგან მიღებული ინფორმაციის ასახვა პროგრამაში;
  • კლიენტებისთვის სხვადასხვა საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება და საჭიროების შემთხვევაში გადამისამართება;
  • შემოსული ზარების  და პირველადი ინფორმაციის მიღება სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ და შეტყობინების პროგრამული ასახვა;
  • ნებისმიერ სადაზღვევო პროდუქტზე ინფორმაციის მიწოდება კლიენტისათვის.

 

აუცილებელი მოთხოვნები:

 

  • სასურველია უმაღლესი განათლება ;
  • სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ქოლ-ცენტრის  ოპერატორის პოზიციაზე ან კლიენტთა მომსახურების სფეროში;
  • საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • რუსული ან/და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

 

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის გადმოცემის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი;
  • სწრაფად აზროვნების უნარი;
  • ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული;

 

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ თქვენი CV  ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - ქოლ-ცენტრის ოპერატორი

 

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

ან
ან

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე, აპლიკაციების მხარდაჭერის სამსახურში.

 

სამუშაო საათები: 10:00–18:00 (ორშაბათი – პარასკევი)

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, მიცკევიჩის 56

 

ძირითადი მოვალეობები:

 

  • საოპერაციო პროგრამების მხარდაჭერის გაწევა
  • მონაცემთა ბაზაში ინფორმაციის მოზიება/კორექტირება,
  • დაფიქსირებული ხარვეზის დეტალური აღწერა და დაფიქსირება შემდეგი საფეხურის მხარდაჭერის გუნდთან.
  • მომხმარებლებთან კომუნიკაცია (ტელეფონზე, Mail-ზე და სხვა არხებით) და ბიზნეს პროგრამებთან დაკავშირებულ პრობლემებში დახმარება.

 

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ფიზიკა მათემატიკის ან ინფორმაციულ ტექნოლოგიების კუთხით;
  • SQL-ის საბაზისო ცოდნა;
  • PostgreSQL, MSSQL მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესად);
  • სასურველია IT მხარდაჭერის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
  • უპირატესობად ჩაითვლება საოფისე პროგრამებისა და მათემატიკის ცოდნა;

 

პიროვნული უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება
  • სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
  • სიახლეების სწავლის უნარი;
  • დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის ეფექტური მართვა
  •  პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge  2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - Junior Application Support Specialist

 

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

 

 

 

ან
ან

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას დაზღვევის უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე, საცალო გაყიდვების დეპარტამენტში.

 

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00

ძირითადი მოვალეობები:

 

  • საცალო სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა გზებით პოტენციური კლიენტების მოძიება, შეხვედრების ორგანიზება და მოლაპარაკებების წარმოება;
  • SME სადაზღვევო პროდუქტების რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა კომპანიების მოძიება და მათთან მოლაპარაკების წარმართვა;
  • არსებული კლიენტების მომსახურება, დაზღვევის განახლებების შეთავაზება;
  • ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ.
     

ძირითადი მოთხოვნები:
 

  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, სასურველია ეკონომიკის/ბიზნესის/მარკეტინგის მიმართულებით;
  • გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება, სასურველია ფინანსურ სფეროში (ბანკში ან/და დაზღვევა);
  • რუსული ან ინგლისური ენის ცოდნა, მომხმარებლებთან კომუნიკაციის დონეზე;
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა.
     

აუცილებელი უნარები:
 

  • მოლაპარაკების წარმოების უნარი;
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • ორგანიზებული და მოწესრიგებული;
  • მიზანდასახული.

     

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge   2024 წლის  29 თებერვლის   ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება - დაზღვევის უმცროსი მენეჯერი



სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში."

ან
ან

სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი აცხადებს ვაკანსიას ფინანსური აღრიცხვის და ანალიზის სპეციალისტის თანამდებობაზე, ფინანსური აღრიცხვის განყოფილებაში.

სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი 66ა (სათავო ოფისი)

სამუშაო გრაფიკი: 10:00 – 18:00  (ორშაბათი-პარასკევი)

ძირითადი მოვალეობები:

  • თვის ფინანსური დახურვის პროცესის წარმართვა;
  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების (Income Statement, Balance Sheet, Cash Flow) მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • კომპანიის ფინანსური აღრიცხვის სისტემებისა და პროცედურების ანალიზი და კონტროლი;
  • მენეჯერული რეპორტების მომზადება;
  • ჯგუფის ფინანსური (ყოველთვიური, კვარტალური, ნახევარწლიური) რეპორტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
  • სადაზღვევო ზედამხედველობის ანგარიშგებისთვის საჭირო შესაბამისი რეპორტების მომზადება;
  • წლიური ბიუჯეტის დაგეგმვასა და ანალიზში მონაწილეობის მიღება;
  • საპენსიო ფონდის ოპერაციების აღრიცხვა, საინვესტიციო საქმიანობის ანალიზი და კონტროლი. საპენსიო ფონდის ბიუჯეტის მონიტორინგი;
  • კომპნიის შიდა სტრუქტურებთან, აუდიტორებთან, ჯგუფში შემავალ კომპანიებთან აქტიური კომუნიკაცია;
  • სხვადასხვა ფინანსურ პროექტებში მონაწილეობის მიღება;
  • შვილობილი კომპანიების ფინანსური მონაცემების ანალიზი.

ძირითადი  საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ეკონომიკის/ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ფინანსების განხრით (განიხილებიან დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც);
  • სამუშაო გამოცდილება ფინანსების  მიმართულებით;
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

  • ანალიტიკური აზროვნება;
  • მათემატიკური უნარები;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • მაღალი მოტივაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კოლეგიალურობა;
  • პრობლემის იდენტიფიცირებისა და დამოუკიდებლად მოგვარების უნარი.

 

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის სახელწოდება - ფინანსური აღრიცხვის და ანალიზის სპეციალისტი

სადაზღვევო კომპანია ალდაგში თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია ალდაგის მხრიდან დამუშავდება თქვენთან  სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი,  ურთერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.

 

 

ან
ან